- ეგვიპტის ტურიზმისა და მემკვიდრეობის დაცვის სამინისტრო, კორონავირუსის გავრცელების გამო ყველა ტურისტული ობიექტის დეზინფექციას აპირებს. ამის შესახებ ბრიტანული „გარდიანი” იუწყება.
დეზინფექცია ჩაუტარდება ასევე გიზას პირამიდებს. ამის გამო დღეიდან ორი კვირის განმავლობაში პირამიდები დამთვალიერებლებისთვის დახურული იქნება.
ეგვიპტეში ახალი კორონავირუსის 400-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.