ინფექციონისტი დარახველიძე სტაციონარში შეყვანილი პაციენტების მდგომარეობაზე


  • წუხელ, ანაკლიის საკარანტინო ზონიდან შეყვანილი პაციენტის მდგომარეობაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ლალი დარახველიძემ.

მისი ინფორმაციით, პაციენტი შეყვანილ იქნა, ჩივილებით ცხელებაზე. “ზოგადი მდგომარეობა პაციენტის  დამაკმაყოფილებელია და ამჟამად იმყოფება დაკვირვების ქვეშ. მას ადრე აღებული ჰქონდა ანალიზი კორონავირუსზე და პასუხი უარყოფით იყო”.
მისივე ცნობით, მას ექიმები აკვირდებიან და საჭიროების მიხედვით გააგზავნიან მის ბიოლოგიურ მასალას ხელახალი ანალიზისთვის ლუგარის ლაბორატორიაში.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და კორონავირუსი დაუდასტურდა, როგორც დარახველიძე ამბობს, მისი ზოგადი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. “პაციენტს არ აქვს თანმხლები დაავადებები და რადგან არის 67 წლის, მხოლოდ ასაკობრივად ითვლება რისკ ჯგუფის წარმომადგენლად”.
რაც შეეხება მის მეუღლეს, დალი დარახველიძის ინფორმაციით, ის იმყოფება თვითიზოლაციაში. ასევე, პაციენტიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!