- დღეს, საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების საკომიტეტო განხილვა გაიმართება.
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი. “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წევრები აცხადებენ, ვიდრე მმართველი გუნდი გიორგი რურუას პატიმრობიდან არ გაათავისუფლებს, ისინი არც განხილვებსა და არც კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონის პროექტს დეპუტატები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ. კომიტეტის სხდომამდე, 15:00 საათზე, დაგეგმილია უმრავლესობის შეხვედრა, რომელიც “ქართული ოცნების” ოფისში გაიმართება.