,,მსოფლიო დასუფთავების დღესთან” დაკავშირებით ,,ზუგდიდდასუფთავების” მუშა ბრიგადირებმა დაასუფთავეს როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე ქალაქის ტერიტორიები. ჭითაწყარში, რიყეში, ყულიშკარში, რუხში გასუფთავდა მაგისტრალური და ცენტრალური ქუჩები, დასუფთავდა ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზოლი,ყოფილი ცეკავშირის ბაზა. აქციაში ,,ზუგდიდდასუფთავების” თანამშრობლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და ზედამხედველობის სამსახურების მუშებმა. აქცია გაგრძელდება დრის ბოლომდე.