2016 წლის 19 მაისს, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან მოკლული ქართველის, გიგა ოთხოზორიას მამას, ზურაბ ოთხოზორიას დღეს კრძალავენ. გარდაცვლილის ოჯახს თანადგომა გამოუცხადეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ზურაბ ოთხოზორიას დაკრძალვის ხარჯებს ზუგდიდის მერია სრულად დაფარავს.ზურაბ ოთხოზორია ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში კომატოზურ მდგომარეობაში 29 მაისიდან იმყოფებოდა და 1 ივნისს გარდაიცვალა.