- ბატონმა ემირმა ქორეოგრაფიის ეპოქა შექმნა ზუგდიდში. მისი შექმნილი “კოლხა” სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლი გახდა. ემირ ნადარეიშვილის სახელი იცის ზუგდიდში დიდმა და პატარამ, მისი ენერგიული ნახტომები და შეძახილები ცეცხლს ანთებდა სცენაზეც და კულისებშიც. მისი გაზრდილი თაობები სიამაყით ამბობენ რომ მაესტროს, ემირის კლასი გაიარეს.
დასასრული მზისქვეშეთში აქვს სიცოცხლეს, მაგრამ სახელს შეიძლება ჰქონდეს უკვდავება-ბატონი ემირის საქმეს, დღეს მისი ოჯახი, მემკვიდრე აგრძელებს, მის საქმეს აგრძელებენ მისი აღზრდილებიც. მარადიული ხსოვნა ბატონ ემირს, ადამიანს, ვისითაც არაერთგზის უამაყია მის სამეგრელოს, ზუგდიდს, ოდიშს…
ემირ ნადარეიშვილი იყო დამსახურებული ქორეოგრაფი, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის რაინდის ორდენოსანი, ანსამბლ “კოლხას” სამხტვრო ხელმძღვანელი.