დღეს, ზუგდიდის ბაზარში ყველი მცირე რაოდენობით შემოვიდა


  • დეზინფექცია ჩაუტარდა ზუგდიდის აგრარულ ბაზარს. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის ბაზრის ყველის სექცია, სადაც გუშინ დაფიქსირდა კორონავირუსი. 

ამ დილით, სექციაში მუშაობენ მხოლოდ ის ადამიანები, რომელთა კოვიდტესტი აღმოჩნდა უარყოფითი. ყველის გამყიდველები ამბობენ, რომ დღეს, სოფლებიდან ყველი უმცირესი რაოდენობით შემოვიდა, რადგან სოფლის მოსახლეობას, რომელსაც ყველი აქვს გასაყიდად, ეშინია ყველის სექციაში მომუშავე გამყიდველებისგან ვირუსის გავრცელების.

როგორც ყველის ერთ-ერთი გამყიდველი ამბობს, “სოფლებიდან ყველი არ მოაქვთ, ეშინიათ, ჩვენთან ურთიერთობის. ამ დილით, მხოლოდ და მხოლოდ ორი ცალი ყველის შეძენა შევძელი გასაყიდად. დაბნეულებიც ვართ და შეშინებულებიც.”

დღეს, ზუგდიდის ბაზარში ყველის ფასი 15-16 ლარია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!