15 ივლისი ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია. ამ დღესთან დაკავშირებით, სასულიერო და საერო პირებმა დიდი პატივით გადააბრძანეს ღვთისმშობლის კვართი დადიანების სახელობის მუზეუმის საცავიდან ქალაქის მშენებარე ტაძარში, სადაც ათ საათზე ზუგდიდის ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია აღავლინა. ვლაქერნობის დღესასწაულზე, ზუგდიდს უამრავი სტუმარი ჰყავს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნიდან.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=NNIQHgD1EOQ[/embedyt]