დღეს ანდრია დადიანი დაიბადა


  • 1850 წლის 24 ოქტომბერს, ქალაქ ზუგდიდში დაიბადა სამეგრელოს ბოლო მთავრის, დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის უმცროსი ვაჟი და დადიანების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლის, ნიკოლოზ დადიანი – მინგრელსკის ძმა, ანდრია დადიანი. იგი ცხოვრობდა რუსეთში, გერმანიასა და საფრანგეთში.

ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ გენერალ–ლეიტენანტის ჩინით მსახურობდა რუსეთის არმიაში. გამოირჩეოდა მრავალმხრივი განათლებით, თავისუფლად ლაპარაკობდა ექვს ენაზე.

ბავშვობიდან იყო გატაცებული ჭადრაკით. იგი სპონსორობდა ტურნირებს, აფინანსებდა საჭადრაკო გამოცემებს, საპრიზო ფონდებს აწესებდა, თავადაც მონაწილეობდა მატჩებში და ბრწყინვალე საჭადრაკო ნიჭს ავლენდა, რომლის ერთგულიც დარჩა სიცოცხლის ბოლომდე.

ანდრია დადიანი, 60 წლის ასაკში, 1910 წელს გარდაიცვალა კიევში.

მას მემკვიდრეები არ დარჩენია.

ანდრია დადიანი, მსოფლიოს და ქართული ჭადრაკის ისტორიაში შევიდა, როგორც საჭადრაკო პარტიების ლამაზი კომბინაციების დიდოსტატი.

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 30 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!