დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების შეჩერების თაობაზე განკარგულება გასცა


  • აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეაჩერა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, გასცა განკარგულება, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შეუჩერონ დაფინანსება იქამდე, ვიდრე შეისწავლიან “ჯანმო-ს როლს პანდემიის არასწორად მართვასა და კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციის დამალვაში”.

მან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ჯანმო-მ “პასუხი უნდა აგოს”.

მისი თქმით, ბევრმა ქვეყანამ გაითვალისწინა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევები და “მათ ახლა ისეთი პრობლემები აქვთ, რომელიც დაუჯერებელია”.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ჯანმო-მ ვერ შეასრულა თავის მოვალეობა.

”ამდენი სიკვდილი გამოიწვია მათმა შეცდომებმა”, – აღნიშნა ტრამპმა.

მისივე განცხადებით, ჯანმო-ს რომ სწორად ემოქმედა ჩინეთის შემთხვევაში და გაეკონტროლებინა დაავადება,უამრავი სიცოცხლე გადარჩებოდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!