“ეს დღეები შეგნებულად არ ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას, არ მინდოდა ზოგიერთისთვის კოჭი გამეგორებია, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების მერე ვაფიქსირებ რომ ყრილობის ჩატარების მეორე ვარიანტს ვემხრობოდი და პოლიტსაბჭოს წევრი რომ ვყოფილიყავი იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი რაც დღეს თენგო გუნავამ მიიღო, პრინციპები პოპულიზმზე არ იცვლება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ უმრავლესობის აზრს პატივს არ ვცემ. სამართლიანობისთვის მინდა ავღნიშნო, რომ შიდა დემოკრატია ყოველთვოს იყო ენმ-ს მთავარი განმასხვავებელი ნიშანი. არ შეიძლება თუ ხმათა უმრავლესობით შენი პოზიცია არ იმარჯვებს უწოდო ორი კაცის კულუარული გადაწყვეტილება და თუ შენი პოზიცია იგებს შიდადემოკრატია. ორმაგი სტანდარტი არავისგან არაა მოსაწონი.
წარმატებები ენმ-ს!”-” ნაციონალური მოძრაობის” პარტიის სიით გასული ზუგდიდელი პარლამენტარი ლელა ქებურია ასეთ სტატუსს დებს საკუთარ ფეისგვერდზე. სტატუსს აზრთა სხვადასახვაობა მოჰყვა:
6 mins ·
მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს იმისთვის, რომ მათ გააკეთეს ერთადერთი სწორი არჩევანი – მრავალათასიანი, დემოკრატიული და ევროპული ტიპის პარტიისთვის შესაფერისი ყრილობის სასარგებლოდ.
ეს ნიშნავს იმას, რომ პარტიის უმრავლესობა ემხრობა ჩართულობის, ერთიანობისა და განახლების იდეას.
ეს იდეა უალტერნატივოა მომავალსა და გამარჯვებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი ორგანიზებული ძალაა ევროატრალნტიკური კურსის დასაცავად.
ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი.
ამ არჩევანს დღეს საფრთხეს უქმნის ივანიშვილის ოლიგარქიული და არაფორმალური მმართველობა.
დღეს ჩვენმა პარტიამ აჩვენა სიმწიფე, ერთიანობა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება, რაც უტყუარი წინაპირობაა ჩვენი ხალხის მიერ არჩეულ გზაზე გამარჯვების მიღწევისა და არსებული ანომალიური ვითარების დასრულებისთვის.
ის წესი, რომელიც პარტიის მმართველმა ორგანომ აირჩია, უზრუნველყოფს ყველანაირი, მათ შორის, განსხვავებული მოსაზრებების არსებობას, მათზე საჯარო დისკუსიის შესაძლებლობას და დემოკრატიული გზით, აზრთა შორის ოპტიმალურის გამოვლენას.
ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ყველას , ვინც მაღალი ნდობა გამომიცხადა და არ დაუშვა ჩემი პარტიიდან დისტანცირების გეგმის განხორციელება .
ერთად გავიმარჯვებთ!
ძალა ერთობაშია!
მოგვიანებით, მაია კალანდია ისევ აქვეყნებს თავის გვერდზე ასეთი სახის განცხადებას:
Maia Kalandia საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან,წალბატონი Lela Qeburia, ასე უხსნის მეორე დეპუტატ ჰელენ ხოშტარიას, ჩვენს შესახებ:
,, იცი შენ ამომრჩევლის მიმართ ჩემი დამოკიდებლება, მაგრამ იმას ვინც ადამიანური სხე დაკარგა ამომრჩევლად კი არა სულიერ არსებადაც არ ვთვლი და ვერც პასუხის ღირსად გავხდი( კარად ხედავ მაინც არა აქვს აზრი)”!
ადამიანუსახედაკარგულები,აი,ჩვენი ახალი იარლიყი!
გმადლობთ,ქალბატონო ლელა!
მოგიწევთ პასუხის გაცემა!
უუუუმკაცრესად!