- 22 აპრილი დედამიწის დღეა, ამ დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ აქციაში ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლების მიერ დასუფთავდა “რცხილნარის ხეივანი“, პირველი სექტორის ათი თარგი და ნანგრევებთან არსებული აუზი.
ინფორმაციისთვის: დედამიწის დღე საქართველოში აღინიშნება “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ ინიციატივით.
კამპანია “დავასუფთაოთ საქართველო“, რომელსაც უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, მიმდინარეობს პროექტი “დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“-ს ფარგლებში.