დედამიწაზე ყველაზე უსაფრთხო ადგილი, სადაც COVID-19 არ არსებობს – როგორ ცხოვრობს ანტარქტიდაზე ჩარჩენილი 5000 ადამიანი


  • კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო, თით­ქმის მთელ მსოფ­ლი­ო­ში ადა­მი­ა­ნე­ბი სტრეს­ში არი­ან, გვი­წევს და­ვე­მორ­ჩი­ლოთ პან­დე­მი­ის შე­სა­ჩე­რებ­ლად და­წე­სე­ბულ მთელ რიგ შე­ზღუდ­ვებს, ვერ ვნა­ხუ­ლობთ ახ­ლობ­ლებს, ვერ გა­და­ვა­ად­გილ­დე­ბით მა­შინ, როცა ეს ჩვენ გვსურს, და­კე­ტი­ლია თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბი, ვერ მივ­დი­ვართ სა­ყიდ­ლებ­ზე და ეს შე­ზღუდ­ვე­ბის ძა­ლი­ან მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია.

ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე კი ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, რომ სა­დღაც ცხოვ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბით ტკბე­ბი­ან და ამავდრო­უ­ლად, ვირუ­სის არა­ნა­ი­რი საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბათ.

სა­ნამ თით­ქმის მთე­ლი მსოფ­ლიო კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ით იტან­ჯე­ბა, ერ­თა­დერ­თი კონ­ტი­ნენ­ტი, სა­დაც ვირუ­სი არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა ან­ტარ­ქტი­დაა. ის ვირუ­სის­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლია. დე­და­მი­წის ყვე­ლა­ზე ცივი წერ­ტი­ლი ახლა დე­და­მი­წის ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო ად­გი­ლა­დაც მი­იჩ­ნე­ვა.

რა თქმა უნდა, იქ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი არ ცხოვ­რო­ბენ, თუ არ ჩავ­თვლით პინგვი­ნებს, ვე­შა­პებს, ალ­ბატ­რო­სებს და და­ახ­ლო­ე­ბით 5000 ადა­მი­ანს, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად მეც­ნი­ე­რე­ბი და მკვლე­ვა­რე­ბი არი­ან.

45 წლის კერი ნელ­სო­ნი ან­ტარ­ქტი­და­ზე ერთ-ერთი კვლე­ვი­თი სად­გუ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კო­ორ­დი­ნა­ტო­რია. ის ამ­ბობს, რომ მად­ლი­ე­რი და ბედ­ნი­ე­რია იქ ყოფ­ნით.

“მე ვფიქ­რობ, რომ ახლა აქ მყო­ფი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი მად­ლი­ე­რია იმის გამო, რომ აქ არის, მად­ლი­ე­რი იმ უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ამ ად­გილს აქვს. ზო­გი­ერ­თი მზა­დაა სახ­ლში დაბ­რუნ­დეს, რათა და­ეხ­მა­როს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს, მაგ­რამ ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი ამ ად­გი­ლას ცხოვ­რე­ბით ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია, რად­გა­ნაც აქ და­ა­ვა­დე­ბა არ არ­სე­ბობს.

ამ ად­გილს პან­დე­მია არ ეხე­ბა. ვკი­თხუ­ლობ ყვე­ლა­ფერს მსოფ­ლი­ო­ში შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ“, – ამ­ბობს ნელ­სო­ნი CNN-თან, რო­მე­ლიც ან­ტარ­ქტი­და­ზე სხვა­დას­ხვა სე­ზო­ნებ­ზე 2007 წლი­დან მუ­შა­ობს.

29 წლის შოტ­ლან­დი­ე­ლი რო­ბერტ ტე­ი­ლო­რი გა­ყი­ნულ კონ­ტი­ნენ­ზე Rothera Research Station-ზე მუ­შა­ობს მკვლე­ვარ­თა ჯგუფ­თან ერ­თად. ის მკვლე­ვარ­თა ჯგუ­ფის სა­ვე­ლე ხელ­მძღვა­ნე­ლია.

ტე­ი­ლო­რი დე­და­მი­წის ყვე­ლა­ზე ცივ ნა­წილ­ში 6 თვის წინ ჩა­ვი­და. ამ­ბობს, რომ თა­ვი­დან­ვე ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბო­და მსოფ­ლი­ო­ში ვირუ­სის გან­ვი­თა­რე­ბას, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მის სე­რი­ო­ზუ­ლო­ბას ვერ აც­ნო­ბი­ე­რებ­და.

“მახ­სოვს იან­ვრის და­სა­წყის­ში ჩი­ნე­თი­დან მო­სუ­ლი ცნო­ბე­ბი და ასე­ვე მახ­სოვს ის პე­რი­ო­დი, როცა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში პირ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და. მა­შინ ვერ ვი­ფიქ­რებ­დი, თუ ყვე­ლა­ფერს ასე­თი შე­დე­გი მოჰ­ყვე­ბო­და“, – ამ­ბობს ტე­ი­ლო­რი.

კერი ნელ­სო­ნი გა­ყი­ნულ კონ­ტი­ნენტზე მი­ღე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას და თავ­გა­და­სავ­ლებს ადა­მი­ა­ნებს “ინ­სტაგ­რამ­ზე“ უზი­ა­რებს. Simply Antarctica ასე ჰქვია “ინ­სტაგ­რამ­ზე” მის ან­გა­რიშს, სა­დაც ან­ტარ­ქტი­დის ყვე­ლა­ზე რე­ა­ლის­ტურ ფო­ტო­ებს და­ათ­ვა­ლი­ე­რებთ.

ან­ტარ­ქტი­და­ზე მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ახლა იქ ცხოვ­რე­ბა ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი და უც­ნა­უ­რი გან­ცდაა. მათი თქმით, ეს ზღვა თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის შეგ­რძნე­ბაა. ამ­ბო­ბენ, რომ რო­დე­საც სახ­ლებ­ში დაბ­რუნ­დე­ბი­ან, ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ გან­ცდას­თან და­შო­რე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბათ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

5 × 2 =

Akismet ანტისპამი