დებატები უნივერსიტეტში


ევროპის დღეების ფარგლებში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კარლ პოპერის ფორმატის დებატები გაიმართა. დებატების რეზოლუცია იყო საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. სტუდენტებმა იმსჯელეს თუ რატომ უნდა გაწევრიანდეს საქართველო ევროკავშირში, რას უნდა ველოდეთ ევროკავშირისგან, რა არის ევროპული ღირებულებები და უქმნის თუ არა ევროკავშირი საფრთხეს ქართულ კულტურასა და ტრადიციებს, რამდენად ძლიერი აქტორია ევროკავშირი საერთაშორისო ურთიერთობებში, როგორია ევროკავშირის როლი კრიზისების დარეგულირების პროცესში, ოკუპირებული რეგიონებით შეგვიძლია თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება, რა შესაძლებლობებს უხსნის საქართველოს ევროკავშირის ბაზარი, რომელიც 503 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს და ა.შ. დებატების მიზანია ევროკავშირის შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლება, მათი ინტერესის გაზრდა საქართველოს ევროინტეგრაცის პროცესისადმი, დებატების უნარების დაუფლება და დახვეწა. დებატებში გამარჯვებულ გუნდს წიგნები გადაეცათ. სერტიფიკატი გადაეცა ყველა მონაწილეს. ღონისძიება სსიპ “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის” სამეგრელოს ბიუროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის ორგანიზებით განხორციელდა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!