ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ცხელი ხაზი ამოქმედდა.
“დღეიდან ცხელ ხაზზე 1308-ზე დარეკვით მოქალაქეებს შეეძლებათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ პროგრამასა და მომსახურეობაზე. ცხელ ხაზზე დარეკვა ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან და საქალაქთაშორისო ტელეფონიდანაა შესაძლებელი”.
ცხელი ხაზი: 1308; 100; (0415) 25 05 07
მოქალაქეს ასევე შეუძლია პირდაპირ დაუკავშირდეს ცალკეული პროგრამის ოპერატორს შემდეგ ნომერზე;
1308 -101 – ჯანდაცვა
1308-102 -სოციალური
1308 – 103 – ეკონომიკა
1308-104 – ზედამხედველობა
1308-105 – ინფრასტრუქტურა
1308-106 – კეთილმოწყობა
1308-107 ზუგდიდდასუფთვება
ზუგდიდის მერიის ინფორმაციითვე, მერიაში ცხელი ხაზი ადრეც არსებობდა. “ახალი ნომრის ამოქმედებასთან ერთად კი სერვისი უფრო დაიხვეწა და გაუმჯობესდა”.