ჯგუშია ხვალისთვის აქციას აანონსებს


დღეს, “სამეგრელოს ხმის” ლიდერმა თენგო ჯგუშიამ, სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან ბრიფინგი გამართა. ის ცენტრალური და ადგილობრივი ტელევიზიების მეშვეობით, დებატებში იწვევს რეგიონის გუბერნატორს ალექსანდრე მოწერელიას და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს გიორგი შენგელიას.

დღევანდელ ბრიფინგზე, “სამეგრელოს ხმის” ლიდერმა ყურადღება გაამახვილა პარლამენტის წევრის მამუკა მდინარაძის ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც რეკრეაციულ ზონებში სამშენებლო აქტივობებს დაარეგულირებს.

თენგო ჯგუშიამ იქვე დაანონსა ხვალინდელი აქცია. მისი თქმით, ხვალ, ოთხ საათზე, ყინულის სახლთან, ხელისუფლების მიერ, ემ კვადრატზე დადიანების კომპლექსის ტერიტორიის გასხვისების უკანონო გარიგების წინააღმდეგ, სამოქალაქო მოძრაობა “სამეგრელოს ხმა” ჩაატარებს აქციას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!