- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” კონტროლიორებმა და ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა, თავიანთი ინიციატივით, დასუფთავების აქცია მოაწყვეს.
“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, დასუფთავდა მდინარე ჩხოუშიის მარცხენა სანაპირო რუსთაველის ქუჩის კვეთამდე, გულუას სახელობის პარკი და მისი მიმდებარე ტერიტორიები.