დარჩელი-განმუხურის ხიდია შესაკეთებელი


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განმუხურის მაჟორიტარმა დეპუტატმა “ენმ”-ს წარმომადგენელმა ემზარ ახალაიამ აღნიშნა, რომ დარჩელი-განმუხურის ხიდი წლებია არ შეკეთებულა და ავარიულ მდგომარეობაშია.

“საკრებულოს სხდომაზე ეს საკითხი მერამდენედ დავაყენეთ. ჩვენი მაჟორიტარი თოლორაია დაგვპირდა 250 ათასი ლარი სარეაბილიტაციო თანხა მოძიებული არისო, რემონტი დაიწყებაო, თვეც დაასახელა, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს, მის მერე გავიდა თითქმის ერთი წელი”. დეპუტატის თქმით, მათ ყურადღებას არავინ აქცევს და ბედის ანაბარა რჩებიან.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=iiVj2izWu34[/embedyt]

თავის მხრივ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მაიიზერ ნანავამ განმარტა, რომ უახლოეს მომავალში მოხდება დარჩელი- განმუხურის დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა. “აღვადგენთ კი არა ახალს გავაკეთებთ. ჯერ უნდა გაკეთდეს პროექტი, პროექტის შემდეგ გაკეთდება ხარჯთააღრიცვა. მას თავისი პროცედურები სჭირდება, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ხიდი აუცილებლად გაკეთდება”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=ERjJNrtVY_0[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!