დარჩება თუ არა, აღდგენილ ბულვარში რეზო ბულიას და “ჩელას” ვარსკვლავი


  • ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქციის შედეგად, მოხდა ანსამბლ “ჩელას” და მისი ხელმძღვანელის რეზო ბულიას ვარსკვლავის დემონტაჟი.

საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, დაუბრუნდება თუ არა ეს ვარსკვლავი ბულვარის რეკონსტრუქციის შემდეგ თავის ადგილს “ზუგდიდელებმა” განმარტება სთხოვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას. მუნიციპალიტეტის პრესსამსახურმა საკითხთან დაკავშირებით მოგვაწოდა შემდეგი ინფორმაცია. “გამომდინარე იქიდან, რომ ცენტრალურ ბულვარში სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს მერიის გადაწყვეტილებით, მოხდა ვარსკვლავის დემონტაჟი, რათა სამუშაო პროცესის დროს თავიდან აგვერიდებინა მისი დაზიანება. სამშენებლო სამუშაოების დასრულების, შემდეგ გახდება ცნობილი თუ რომელ, ადგილას განთავსდება ის”.

ინფორმაციისთვის: 10 სექტემბერს ზუგდიდობა 2016-ის სახალხო დღესასწაულზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრ “ოდიშის” ორგანიზებით ქალაქის ცენტრალურ ბულვარში გაიხსნა, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ “ჩელასა” და მისი ხელმძღვანელის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ღირსების ორდენის კავალერის, მრავალი თაობის აღმზრდელის რეზო ბულიას სახელობის ვარსკვლავი (“ჩელა” და რეზო ბულია).


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!