დაიწყო “ნიკოს სასახლის” აღდგენა


სასახლის რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე გარე და შიდა ფასადის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები ჩატარდება. დამუშავდება სასახლის სავენტილაციო სისტემა, გაიწმინდება სანიაღვრე არხები, განხორციელდება ფანჯრების, კედლების დასუფთავება-რეკონსტრუქცია და მიწის სამუშაოები.

ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, ტენდერში გამარჯვებული შპს ,,იკორთა” ახორციელებს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!