- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” -ს ზედამხედველობის ჯგუფის მიერ ქალაქის ტერიტორიაზე ბარამიას ქუჩასა და მდინარე ჩხოუშის სანაპირო ზოლთან, გულუას სახელობის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ბანერები.
ინფორმაციისთვის, პირები, რომლებიც დაანაგვიანებენ გარემოს 1 მ3 ან მეტი მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით, მათზე განხორციელდება კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 1500 ლარით, იურიდიული პირები კი 3000 ლარით.