- “მინდა დავიწყო მადლობით, მადლობა ათასობით ზუგდიდელს, რომელმაც მომცა ხმა და ამ ხმით მომცეს მანდატი, რომ პირნათლად ვემსახურო ჩემს ქალაქს და მის თითოეულ მოქალაქეს. გპირდებით, თქვენს ამ ნდობას საქმით გავამართლებ”… – წერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” დავით კოდუა საკუთარ ფეისგვერდზე.
დავით კოდუამ, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 25987 (88.881%) ხმა მიიღო ზუგდიდელი ამომრჩევლისგან დღევანდელ არჩევნებზე.