დავით დადიანის 210-ე წლისთავს კონფერენცია მიეძღვნა


  • დღეს, დავით დადიანის დაბადებიდან 210 წლისთავთან დაკავშირებით, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის სამეჯლისო დარბაზში გაიმართა კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მუზეუმის თანამშრომლები, რომლებმაც ისაუბრეს დავით დადიანის ღვაწლზე ქვეყნის წინაშე.

ფონდებისა და კოლექციების მართვის დეპარტამენტის უფროსმა მარინა ქობალიამ “ზუგდიდელებთან” აღნიშნა, რომ დღევანდელი კონფერენაციის მიზანი გახლდათ საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ფაქტების მიწოდება. “კონფერენცია მიეძღვნა დავით დადიანის დაბადებიდან 210 წლისთავს, რომლის მიზანი გახლდათ დავით დადიანის საქმიანობის წარმოჩენა და მუზეუმის პოპულარიზაცია”.

კონფერენციაზე წარდგენილ იქნა შემდეგი თემები.

“დავით დადიანი და მისი უნიკალური ბიბლიოთეკა” -ახალი და უახლესი ისტორიის ფონდის მცველი, სვეტლანა მიქავა.

“დავით დადიანი და მარი ბროსე” – ხელნაწერთა ფონდის მცველი ნაზიბროლა ქორთუა.

“დავით დადიანის ღვაწლი ეკლესიის წინაშე” – სახვითი ხელოვნების ფონდის მცველი, ფერიდე აფაქიძე.

“დავით დადიანის ავეჯის სამშვენისები” – ყოფისა და ეთნოგრაფიის ფონდის მცველი ლალი ჭითანავა.

“დავითისა და პლატონ იოსელიანის ურთიერთობა” – ექსკურსიამძღოლი სოფიო ფიფია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!