- დღეს, დავით დადიანის დაბადებიდან 210 წლისთავთან დაკავშირებით, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის სამეჯლისო დარბაზში გაიმართა კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მუზეუმის თანამშრომლები, რომლებმაც ისაუბრეს დავით დადიანის ღვაწლზე ქვეყნის წინაშე.
ფონდებისა და კოლექციების მართვის დეპარტამენტის უფროსმა მარინა ქობალიამ “ზუგდიდელებთან” აღნიშნა, რომ დღევანდელი კონფერენაციის მიზანი გახლდათ საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ფაქტების მიწოდება. “კონფერენცია მიეძღვნა დავით დადიანის დაბადებიდან 210 წლისთავს, რომლის მიზანი გახლდათ დავით დადიანის საქმიანობის წარმოჩენა და მუზეუმის პოპულარიზაცია”.
კონფერენციაზე წარდგენილ იქნა შემდეგი თემები.
“დავით დადიანი და მისი უნიკალური ბიბლიოთეკა” -ახალი და უახლესი ისტორიის ფონდის მცველი, სვეტლანა მიქავა.
“დავით დადიანი და მარი ბროსე” – ხელნაწერთა ფონდის მცველი ნაზიბროლა ქორთუა.
“დავით დადიანის ღვაწლი ეკლესიის წინაშე” – სახვითი ხელოვნების ფონდის მცველი, ფერიდე აფაქიძე.
“დავით დადიანის ავეჯის სამშვენისები” – ყოფისა და ეთნოგრაფიის ფონდის მცველი ლალი ჭითანავა.
“დავითისა და პლატონ იოსელიანის ურთიერთობა” – ექსკურსიამძღოლი სოფიო ფიფია.