- დასუფთავების კამპანია “დავასუფთაოთ მსოფლიო, დავასუფთაოთ საქართველო”- ს ფარგლებში, 17-18 სექტემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე, როგორც ქალაქში, ასევე 48 სასოფლო- ტერიტორიულ ერთეულში ჩატარდა ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქცია.
“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავებული იქნა 20 ჰექტარზე მეტი ფართობი. ნაგავსაყრელში გაიზიდა 130 მ 3 – ზე მეტი მყარი ნარჩენი.
უწყების ცნობით, დასუფთავდა ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე მდებარე პარკები, სკვერები, მრავალსართულიანი სახლების ეზოები და ქუჩები, მათ შორის გულუას სახელობის პარკი, ი. მეუნარგიას სახელობის სკვერი, ვეტერანთა ხეივანი, გამსახურდიას, მესხიას და სანკტ-პეტერბურგის ქუჩები, შავი ზღვის ანაკლია – განმუხურის სანაპირო ზოლი, 48 სასოფლო-ტერიტორიული ერთეულის ცენტრები და სხვადასხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.