დადიანების სასახლე-მუზეუმს, არქიტექტურულ ანსამბლს და მთელ კომპლექსს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და არც შექმნია


  • დადიანების ეზოში, სადაც საშობაო მეჯლისისთვის სამზადისი მიმდინარეობს, ხანძარი იყო. დადიანების სასახლეთა ისტორიულ არქიტექტორული მუზეუმი ამ საკითხთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს:

“დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის სახელით გვინდა გაცნობოთ, რომ მუზეუმს, არქიტექტურულ ანსამბლს და მთელ კომპლექსს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და არც შექმნია.

ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ
სასახლის წინ მოედანზე მიმდინარე გადაღებების დროს, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ პრობლემას რაც გამოიხატა, პერიმეტრზე მდგარი ელექტრო გენერატორის აალებაში.

ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო სამსახური, გამოძახებულ იქნა დამატებითი ჯგუფი. სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარა და 2 წუთსა და 30 წამში ცეცხლი ლიკვიდირებული იყო, რისთვისაც მუზეუმის ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამსახურს.

მუზეუმის ადმინისტრაცია თავის მხრივ აცხადებს, რომ ასეთი მაშტაბური პროექტების განხორციელებისას მაქსიმალურად არის დაცული როგორც თანამშრომელთა ისე მონაწილეთა ჯანმრთელობა და სახანძრო უსაფრთხოება. დღევანდელი ტექნიკური ინციდენტის ოპერატიული ლიკვიდირება ამისი ნათელი მაგალითია.

მადლობას გიხდით მუზეუმის მისამართით გამოჩენილი ინტერესისათვის.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!