- დღეს, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ნიკოსეულ სასახლეში ახალი საგამოფენო და საგანმანათლებლო სივრცეები, დედოფლისეულ სასახლეში კი ახალი ექსპოზიცია გაიხსნა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო და განახლებულ სამკითხველო დარბაზს სამინისტროსგან საჩუქრად გადასცა სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული სხვადასხვა სახის ლიტერატურა და პერიოდიკა.
დადიანების სასახლის რეაბილიტაცია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით განხორციელდა.