გურამ ვეკუა მსოფლიოს ვიცე ჩემპიონ-პრიზიორია


  • ზუგდიდელი გურამ ვეკუა მსოფლიოს ვიცე ჩემპიონ-პრიზიორია. ძალოსანმა აკვრაში ვერცხლი, ორჭიდში კი ბრინჯაო მოიპოვა.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ესპანეთში მიმდინარე U20 ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ვაჟთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით, გურამ ვეკუამ (109 კგ.) იასპარეზა. ძალოსანმა ატაცში 156 / 159 / 162 კგ. დაძლია და მე-4 ადგილზეა.

გურამ ვეკუამ აკვრაში დაძლეული 195 / 200 კილოგრამით ვერცხლის მედალს დაეუფლა და ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 362 კილოგრამით კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!