- დღეის მდგომარეობით, ზუგდიდის და ფოთის ბაზარში გაუმჯობესდა მდგომარეობა.-ამის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა გუბერნატორმა.
“ეს მუშა პროცესია და მიმდინარეობს. ხვალ, ჩვენ გვექნება შტაბის სხდომა, სადაც განვიხილავთ ამ საკითხს. თუმცა, სენაკის ბაზართან დაკავშირებით, პროცესები ისე არ მიდის, როგორც ეს სასურველი იქნებოდა. ამდენად, მინდა გავაფრთხილო, როგორც სენაკში ჩვენი მოქალაქეები, ასევე ადმინისტრაცია, ყველა ის ადამიანი, ვისაც რეგულაციების დაცვა ევალება. ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს შტაბის სხდომაზე, თუ არ გვექნება გაუმჯობესებული მდგომარეობა, საფრთხე იზრდება და უკეთესობისაკენ არ მიდის. შესაბამისად, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მათი დახურვის”,-განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.