- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, პუბლიცისტისა და დამსახურებული ჟურნალისტის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ზურაბ ცხონდიას წიგნის “გრანელის სევდა და სხვა” პრეზენტაცია გაიმართა.
საღამო მიჰყავდა მწერალ ზვიად კვარაცხელიას, გამომცემლობა “ინტელექტის” საგამომცემლო პროექტების კოორდინატორს და მთავარ რედაქტორს.
ზურაბ ცხონდიას პიროვნულ თვისებებზე ისაუბრეს მისმა მეგობრებმა და კოლეგებმა.