“შუა ქალაქი”– მაღალი სტანდარტებით


  • ოდიშელი მათე გულორდავა, რესტორან  “შუა ქალაქის”  მენეჯერია. ეს ის რესტორანია, ზუგდიდელები და არა მარტო ზუგდიდელები “მე-19 საუკუნის” სახელწოდებით რომ იცნობდნენ.

-ძველი სახელწოდების “შუა ქალაქით” შეცვლა, ჩემი იდეა იყო. “მეცხრამეტე საუკუნეს” დღეს სხვა დატვირთვა აქვს. მე უფრო სხვა ინტერესით მოვედი ამ გუნდში. ჩემი სურვილი იყო ევროპული სამზარეულო შეგვეთავაზებინა საზოგადოებისთვის, გარემოც სხვაგვარი ყოფილიყო. რესტორანს ადგილმდებარეობაც ხელს უწყობს, ცენტრშია, მართლაც შუა ქალაქში და სწორედ ამიტომ შევარქვით “შუა ქალაქი” ადგილმდებარეობა ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, მართლაც შესაშურია, საკამოდ დიდი ფართი აქვს, წყნარი უბანია საოჯახო, მეგობრული თავყრილობებისთვის და საუცხოოა ზეიმებისთვის.

-თქვენი რესტორანი “შუა ქალაქში” რა სახის მომსახურებასა და სერვისებს სთავაზობს მომხმარებელს?

-ჩვენ გვაქვს ქართულ-ევროპული სამზარეულო. ვგეგმავთ აზიური კერძები შევიტანოთ მენიუში. ეს ჩვენს რესტორანში კი არა, ზუგდიდში იქნება სიახლე. ჩვენთან მომხმარებელი რომ მოდის, ვცდილობთ, მის ბიუჯეტს მოვერგოთ. ჩვენთან მოსულმა სტუმარმა კომფორტულად უნდა იგრძნოს თავი. კმაყოფილი დარჩეს, რომ მომავალში ისევ ჩვენთან მოვიდეს. ჯერჯერობით, უკმაყოფილო არავინ წასულა ჩვენგან.

-რა პროფესიისაა “შუა ქალაქის” მენეჯერი?

-სტუდენტი ვარ, სამართალმცოდნეობაზე ვსწავლობ. ვმუშაობდი სხვადასხვა პოზიციაზე. საკმაო გამოცდილებით მოვედი აქამდე. თბილისში, სტუდენტობის პერიოდში, როგორც სხვა სტუდენტებს, მეც სურვილი გამიჩნდა ჩემი პირადი შემოსავლებით მემუშავა და ვისწავლე ეს საქმე.

-უცხოელები თუ სტუმრობენ “შუა ქალაქს”?

-რა თქმა უნდა, ტურისტები ხშირად მოდიან.

-თქვენს თაობას როგორ მოსწონს თანამედროვე საქართველო?

-დღევანდელი ახალგაზრდები საკმაოდ ჭკვიანები არიან, განათლებულები, განვითარებულები. მიზანდასახულები და მშრომელები არიან, რაც მთავარია, საკმაოდ ბევრ ახალგაზრდას ვიცნობ, რომლებიც ყველანაირ სამსახურს მოერგებიან ოღონდ უმუშევარი არ დარჩნენ.

-ბედნიერებისათვის რა არის საჭირო?

-მე ისეთი გამოცდილება მაქვს მიღებული პირადი ცხოვრებიდან, რომ ჯანმრთელობაა ბედნიერება. მთავარი არ არის დიდი თანხები, მთავარია თანხის იმ ნაწილის გამომუშავება შესძლო, რომლითაც შენს გვერდით მყოფ საყვარელ ადამიანებს მცირედ ბედნიერებას მიანიჭებ.

– შენი ჰობი…

-კარატისტი ვარ, მოკრივეც. ჩემი ჰობი არის ფეხბურთის თამაში, მეგობრებთან პიკნიკზე გასვლა. რასაც ახლა ვაკეთებ, ესეც ჩემი ჰობია.

– ვინ არიან შენი მშობლები?

-დედა, ნანა ხარჩილავა ექიმია, მამა, ბესო გულორდავა ელექტრო-ინჟინერი. ერთი და მყავს, სალომე გულორდავა, სოციოლოგიურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და შვილი.

-შენი მიზანი…

-ჩემი მიზანი ის არის, რომ ზუგდიდში, საკმაოდ სოლიდურ გუნდად ჩამოვყალიბდეთ და გავუწიოთ კარგ რესტორნებს ჯანსაღი კონკურენცია.

როზა როგავა

 


კომენტარი

  1. Lela

    სანიმუშო ახალგაზრდაა მათე, წარმატებები მას ყველა სფეროში.

  2. დათკა

    ღმერთმა ხელი მოგიმართოს ჯიმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!