გონერი პაპავა “ბურჯანაძე დემოკრატების” მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში


გავრცელებული ინფორმაციით „ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა“ ზუგდიდში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგენს რესურსცენტრის ყოფილ უფროსს გონერი პაპავას. zugdidelebi-ge ბატონ გონერისთან გადაამოწმა ეს ინფორმაცია, რაც მან დაადასტურა: “დიახ, თქვენი ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება.მალე იგეგმება ქალბატონ ნინო ბურჯანაძის ჩამოსვლა ზუგდიდში და მოხდება ჩემი კანდიდატურის ოფიციალურად წარდგინება.“ გონერი პაპავა ნინო ბურჯანაძის ზუგდიდში ჩამოსვლამდე დამოუკიდებლად გეგმავს მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრას.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!