გავრცელებული ინფორმაციით „ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა“ ზუგდიდში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგენს რესურსცენტრის ყოფილ უფროსს გონერი პაპავას. zugdidelebi-ge ბატონ გონერისთან გადაამოწმა ეს ინფორმაცია, რაც მან დაადასტურა: “დიახ, თქვენი ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება.მალე იგეგმება ქალბატონ ნინო ბურჯანაძის ჩამოსვლა ზუგდიდში და მოხდება ჩემი კანდიდატურის ოფიციალურად წარდგინება.“ გონერი პაპავა ნინო ბურჯანაძის ზუგდიდში ჩამოსვლამდე დამოუკიდებლად გეგმავს მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრას.
გონერი პაპავა “ბურჯანაძე დემოკრატების” მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში
