- დადიანების სასახლეთა ისტორიულ – არქიტექტურულ მუზეუმს ესტუმრა ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მთავარი სპეციალისტი, ძეგლთა დაცვის საკითხებში გოგიტა ჩიტაია, რომელმაც მუზეუმის ხელნაწერთა ფონდს საჩუქრად გადასცა მე-19 – მე-20 საუკუნეებით დათარიღებული ხუთი დოკუმენტი, გაცემული ხეთის ლარჩვის მთავარანგელოზისა და სოხუმის ალექსანდრე ნეველის ეკლესიიდან (ნათლობისა და დაბადების მოწმობები).
ასევე, გოგიტა ჩიტაიამ მუუზეუმს საჩუქრად გადასცა რაფიელ ერისთავის, ზუგდიდში მოღვაწეობის ამსახველი მასალები, გამოქვეყნებული რუსულ პრესაში (დოკუმენტების ციფრული ასლები), დავით დადიანის სახელობის სამკითხველო დარბაზს კი ორი წიგნი, რომელშიც ხობისა და ყულევის არქეოლოგიური გათხრების ამსახველი მასალებია წარმოდგენილი – არტეფაქტებითა და საინტერესო აღმოჩენებით.