- ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი შენგელიამ მედიას განუცხადა, რომ სავარაუდოდ გაიმართება მეორე ტური:
“ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა დამაჯერებელი სხვაობით გაიმარჯვა პირველ ტურში, თუმცა არ იქნა ეს მხარდაჭერა საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ პირველივე ტურში გაგვეფორმებინა გამარჯვება, მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მეორე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწევთ აუცილებლად.”- განაცხადა გიორგი შენგელიამ.