- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ მის მოადგილესთან, კონსტანტინე კაკავასთან ერთად დღეს, ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას მერიაში უმასპინძლა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა ორი ქვეყნის ისტორიულ – კულტურულ და ეკონომიკურ პოტენციალზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო პანდემიით გამოწვეულ გლობალურ პრობლემებს.
მხარეები შეხვედრის ბოლოს სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ცნობისთვის, ლიეტუვის რესპუბლიკის, ქალაქ იონავას და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს შორის დამეგობრებას საფუძველი ქალაქ იონავაში საერთო-სახალხო დღესასწაულზე, 2013 წელს ჩაეყარა.