- დღეს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტიის “საქართველოსთვის” ზუგდიდის ოფისი გახსნა და შეხვედრა ადგილობრივ მხარდამჭერებთან გამართა.
გიორგი გახარია თავის თანაგუნდელებთან, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარესთან გიგა ფარულავასთან, სენაკი-ჩხოროწყუ-ზუგდიდის დეპუტატთან ალეკო მოწერელიასთან და ზუგდიდის ყოფილ მერთან გეგა შენგელიასთან ერთად წარსდგა მხარდამჭერების წინაშე, თუმცა მას არც დელეგატები წარუდგენია და არც კანდიდატები დაუსახელებია.