გიგა ოთხოზორიას დედა პრეზიდენტს მიმართავს


  • გიგა ოთხოზორიას დედამ ჯულიეტა ჭანტურიამ ფეისბუქგვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.

“მე, გიგა ოთხოზორიას დედა, ჩემი ოჯახის სახელით ქედს ვიხრი ყველა იმ გმირის წინაშე, მათი ოჯახების წინაშე, რომლებიც ვაჟკაცურად იბრძოდნენ სამშობლოს დასაცავად და შესწირეს სიცოცხლე მათ უპირველეს მოვალეობას. ჩემი შვილის სახელთან ერთად ლოცვებში ყოველდღე ვახსენებ მათ და უფალს შევთხოვ მათი სულების ნათელში ყოფნას. უამრავი გმირის სახელებიდან ორი მათგანის გამოყოფა დიდ უხერხულობას მიქმნის მე, ყველა იმ დედის წინაშე, რომელთა შვილები, როგორც ჩემი გიგა, სამშობლოს სიყვარულს შეეწირა. გუშინ ერთ-ერთ ჟურნალისტთან ავღნიშნე, ყოველივე ეს, თუმცა ვერსად მოვისმინე. გავაჟღერე აგრეთვე ჩემი სურვილიც, ქალბატონ პრეზიდენტს ყურად ეღო თავისი ხალხის მოთხოვნა და გაეთავისუფლებინა ნიკა გვარამია. ქალბატონო პრეზიდენტო, თუ თქვენ დარწმუნებული ხართ ყოველივე იმის სისწორეში, რაც გუშინ ილაპარაკეთ, მაშინ რატომ არ გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული უფლება და არ მოუსმინეთ სასახლესთან შეკრებილ ხალხს?”.

ინფორმაციისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს ბოდიში მოუხადა.

გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ ხურჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ქართულმა მართლმსაჯულებამ მას დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!