გერმანიის კანცლერის გადაწყვეტილებით, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს“ ლიცენზია შეუჩერდა


  • გერმანიის კანცლერის გადაწყვეტილებით, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს“ ლიცენზია შეუჩერდა.

როგორც ოლაფ შოლცმა განაცხადა, უკრაინაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი ვერ წაიწევს წინ. მისი თქმით, ლიცენზია შეჩერებულია.

„დღეს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ვთხოვე, ამოიღოს ანგარიში ენერგომომარაგების გარანტიების ანალიზის თაობაზე გერმანიის მარეგულირებელი ორგანოსგან. ეს ტექნიკურად ჟღერს, მაგრამ აუცილებელი პროცედურაა, რათა ახლა მილსადენის სერტიფიცირება არ მოხდეს. ამ სერტიფიცირების გარეშე „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ვერ ამოქმედდება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა: „უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ჩვენს პატივისცემას იმსახურებს, რადგან არ უშვებს, რომ მისი ქვეყანა რუსეთის მიერ იყოს პროვოცირებული, სწორედ რუსეთის პრეზიდენტი ელის, რომ ჰქონდეს საბაბი მთელი უკრაინის ოკუპაციისთვის“.

შეგახსენებთ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენით რუსული ბუნებრივი აირი გერმანიას უკრაინის ტერიტორიის გვერდის ავლით უნდა მიეღო.

აშშ-ის პრეზიდენტმა მანამდე არაერთხელ თქვა, რომ თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, მაშინ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არ ამუშავდება.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!