- გერმანიის თავდაცვის მინისტრი გადადგა. კრისტინ ლამბრეხტმა ფედერალურ კანცლერს გადადგომის შესახებ განცხადებით დღეს მიმართა.
როგორც გერმანული მედია წერს, თანამდებობის დატოვების მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირდება.
მედიის ცნობით, კრისტინ ლამბრეხტი მკაცრად გააკრიტიკეს ინსტრაგრამში გავრცელებული ახალი წლის გზავნილის გამო, სადაც ის, საახალწლო ფოიერვერკების ფონზე, უკრაინაში ომსა და სარაკეტო დაბომბვებზე საუბრობდა.
ამის შემდეგ ოპოზიციურმა კოალიციამ კანცლერ ოლაფ შოლცს ლამბრეხტის თანამდებობიდან გადაყენებისკენ მოუწოდა.