“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა ქალაქის ტერიტორიაზე გეგმიური ინსპექტირება განახორციელეს


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა ქალაქის ტერიტორიაზე გეგმიური ინსპექტირება განახორციელეს.

“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, ინსპექტირებას ინფორმაციული ხასიათი ჰქონდა .

“ცენტრის ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა ადგილობრივ მოსახლეობასა და მეწარმეებს მოუწოდეს თავი შეიკაონ გარემოს (ჰაერი, ნიადაგი, მდინარე) დანაგვიანებისგან სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითეს, რომ აღნიშნული ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ადგილებში და ტერიტორიებზე განათავსონ. რაც შეეხება, მუყაოს ყუთებს, დაკეცილ მდგომარეობაში მოათავსონ ნაგავშემკრებ კონტეინერებში”.-აღნიშნულია “ზუგდიდდასუთავების ცენტრის” ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!