გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე, ჩარტერული და რეგულარული ფრენების სუბსიდირება მოხდება


  • საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ, ევრო 2024-ის 3000-მდე ქომაგი საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური ჩარტერებით ისარგებლებს და ავიაბილეთის ყიდვას სპეციალური, სუბსიდირებული ფასით შეძლებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის, ღირებულება იქნება 195 ევრო. შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება შეადგენს 390 ევროს. ქომაგებს ექნებათ შესაძლებლობა თავად ააწყონ სამოგზაურო განრიგი.

თბილისსა და ქუთაისიდან ჩარტერული რეისები დორტმუნდის, ჰამბურგის, კიოლნისა და დიუსელდორფის მიმართულებით განხორციელდება და საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩების განრიგზე იქნება მორგებული.

სუბსიდირებული ავიაბილეთით სარგებლობას საქართველოს ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც ფეხბურთის მატჩზე დასასწრებ ბილეთებს ფლობენ.

ჩარტერული რეისები თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან:

Georgian Wings-თან (თბილისი)

Georgian Airways-თან (თბილისი)

Wizz Air-თან (ქუთაისი)

კომპანია გასა-სთან (თბილისი) თანამშრომლობით შესრულდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 17 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!