ანაკლიაში ხუთი წლის წინ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის მშობლებმა გუბერნიის წინ აქცია გამართეს. გაუჩინარებულის მშობლებს პლაკატები ხელში უჭირავთ პლაკატები წარწერით: “დაკარგული გოგიტა აბულაძის მშობლებს ხუთი წელია გვატყუებენ, დღევანდელი მთავრობა სუსი, შსს, პროკურატურა, გამომძიებლები, ერთი მართალი სიტყვა არ გაიმეტეს. გამწარებული დედ-მამისთვის”, “სირცხვილი თქვენ დღევანდელო უღირსო მთავრობავ, რადგან მალხაზ პაჭკორია დღესაც თქვენ წრეში ტრიალებს”, “ეს არის მალხაზი პაჭკორია. მკვლელი და გამქრობი გოგიტა აბულაძესი”. გაუჩინარებულის მშობლები ითხოვენ საქმის დროულ გამოძიებას და გარკვევას.
გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის მშობლებმა გუბერნიის წინ აქცია გამართეს
