ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა განმარტავს


დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსმა ნათია ჩიტაიამ გამართა ბრიფინგი, გუშინ, საინფორმაციო საშუალებებით და სოციალური ქსელით, სოფელ დავითიანის ყოფილი გამგებლის ალიოშა ალანიას მიერ გავრცელებული განცხადების შესახებ. ალიოშა ალანია აცხადებდა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათილად სცნო ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილება და მოხდება მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გათავისუფლებული გამგებლის 8 რწმუნებულის თანამდებობაზე აღდგენა და მათთვის განაცდურის ანაზღაურება. როგორც ნათია ჩიტაიამ უთხრა ჟურნალისტებს, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. “ეს სრული სიცრუეა, მე თან მაქვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება, სადაც ნათლად ჩანს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს საერთოდ არ უმსჯელია არც მათ აღდგენაზე და არც განაცდურის ანაზღაურებაზე.” როგორც ჩიტაია განმარტავს, ზუგდიდის სასამართლომ გააუქმა გასაუბრების ეტაპი და გამგეობას დაავალა ხელახლა ჩაეტარებინა გასაუბრების წერილობითი ნაწილი,  მაგრამ ქუთაისმა წერილობითი ნაწილიც ცნო ბათილად. რაც შეეხება აღდგენას, არ ყოფილა საუბარი არც აღდგენაზე და  არ განაცდურის ანაზღაურებაზე. ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. მხარეებს შეუძლიათ ის გაასაჩივრონ უზენაეს სასამართლოში.

ნათია ჩიტაიამ, ჟურნალისტებს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლები გადასცა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!