განათლების მუშაკებს უფასო სამგზავრო ბარათები საშობაო არდადაგების შემდეგ განუახლდებათ


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების, საბიუჯეტო ქსელის სახელოვნებო სკოლების, სახელმწიფო ბაღების თანამშრომლების, აკრედიტირებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების, უფასო მუნიციპალური ტრანსპორტის სამგავრო ბარათებს ვადა ამოეწურათ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების უფროსმა გიგლა სულამანიძემ, “ზუგდიდელებთან” საუბარში აღნიშნა, რომ პროგრამა ახალ წლამდე გრძელდებოდა. “ძველ ბარათებს ვადა ჰქონდა 2019 წლის 31 დეკემბრამდე. შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ამ თემაზე. სხდომა ჩატარდება უახლოეს ხანებში.”

ადრე, პროგრამით, სარგებლობდა 3598 ადამიანი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!