გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა გათბობის დახმარებას მიიღებს, სტუდენტები კი დაფინანსდებიან


  • გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის დროებითი სამთავრობო კომისიის საიუბილეო, 30-ე სხდომა ჩატარდა. ღონისძიება კომისიის თავმჯდომარემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ და თანათავმჯდომარემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე კომისიის წევრებმა 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს, ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებული საჭიროებები განიხილეს და მათზე ეფექტიანი რეაგირების გზები დასახეს.

შეხვედრაზე მიღებულ იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: ზამთრის გათბობის დახმარება: მოსახლეობას ზამთრის სეზონზე გათბობის ხარჯების დასაფარად ფინანსური დახმარება გამოეყოფა. სტუდენტების დაფინანსება: შეთანხმება შედგა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების 2026-2027 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსებაზე.

    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ხაზი გაუსვა, რომ კომისიის მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის საჭიროებებზე დროული რეაგირება და მათი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებაა. მან აღნიშნა, რომ 2025 წელს დაწყებული ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები 2026 წელსაც აქტიურად გაგრძელდება.

    სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა კი ყურადღება საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეების მხარდაჭერის მნიშვნელობასა და ამ პროცესში დროებითი სამთავრობო კომისიის როლზე გაამახვილა.


    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

    2 − two =

    Akismet ანტისპამი