გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდ რეგულაციები წელს აღარ მოქმედებს


  • გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდ რეგულაციები წელს აღარ მოქმედებს, – ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სხვა ინფექციური დაავადებების მქონე პირების მსგავსად, კოვიდინფიცირებული გამოსაცდელები უნდა დაუკავშირდნენ ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე (995 32) 2 47 33 33 და გამოცდის დაწყებამდე წარადგინონ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ე. მინდელის N 9), რათა იმავე სესიაზე ჩაუტარდეთ გამოცდა  სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში.

ინფორმაციისთვის: ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

seventeen − seven =

Akismet ანტისპამი