გამოფენა წარსულიდან მომავლის ეგიდით


ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების ინიციატივით, დღეს, არტგალერეაში გაიმართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ცაიშის, ერგეტის და ანაკლიაში აღმოჩენილი არქეოლოგიური გათხრების ფოტო-მასალები. შეხვედრაზე არქეოლოგმა რეზო პაპუაშვილმა ვრცლად ისაუბრა კოლხეთის უძველეს ოქროზე და მის მნიშვნელობაზე. გამოფენა გასტანს სამ დღეს და ნებისმიერ ზუგდიდელს შეეძლება ფოტო-მასალების დათვალიერება. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსმა ბესიკ არახამიამ აღნიშნა, რომ: „მასალები, რომლებიც აქ არის გამოფენილი ინახება ჩვენი ქალაქის ისტორიულ – არქიტექტორულ მუზეუმში. გამოფენის მთავარი მიზანი გახლავთ, ხაზი გავუსვათ მუზეუმის როლს, კულტურული ტურიზმის განვითარების სფეროში.” შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საჯარო სამსახურებისა  საზოგადოების წარმომადგენლები.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!