დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში, ლიტერატურულ- საზოგადოებრივი ალმანახის „ებგურის“ პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალი მერიის დაფინანსებით და მხარდაჭერით გამოიცა.
რედკოლეგიის ერთ-ერთმა წევრმა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ზეინაბ სარიამ, „ზუგდიდელებთან“ აღნიშნა, რომ სარედაქციო კოლეგიაში არიან ძალიან საინტერესო ადამიანები: ნიკა ლაშხია, ზაალ ჯალაღონია, ხათუნა გოგია, შუკო ჯიქია. ზეინაბ სარიას თქმით, ჟურნალის პირველ ნომერი ძალიან ბევრ შემოქმედ ადამიანს აერთიანებს. ჟურნალში წარმოდგენილია: პოეზია, პროზა, თარგმანები, კოლხური პოეზია, ფერწერა, თეატრი, მეცნიერება, დოკუმენტური პროზა და ინტერვიუ. რედკოლეგიის ინფორმაციით, „ებგურზე“ მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჟურნალის პირველი ნომერი ჟურნალისტისა და ესეისტის ზურაბ ცხონდიას ხსოვნას მიეძღვნა.