გამაჯანსაღებელი-სარეაბილიტაციო ბანაკი „იმედი“ დაბა სურამში სოციალურად დაუცველი, ხშირად მოავადე ბავშვებისთვის


სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და მოწყვლადი ჯგუფების საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად  შექმნილმა კომისიამ მხარი დაუჭირა ასოციაცია „იმედი“ -დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის  მიერ წარდგენილ პროექტს, გამაჯანსაღებელი – სარეაბილიტაციო   ბანაკი -„იმედი“ დაბა სურამში. პროექტის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლებში  და აფხაზეთის ოკუპირებულ ტეროტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი  ხშირად  მოავადე  თხუთმეტი ექვსწლამდე  ბავშვი  დედასთან   ერთად რეაბილიტაციას გაივლის  17 სექტემბრიდან ათი დღის განმავლობაში.

პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ქველმოქმედების სახით: შპს  „მეტრო-პლიუსი“ – ბავშვების ტრანსპორტირება, ზუგდიდი-სურამი-ზუგდიდიკომფორტაბელური „მეტრო“ ავტობუსით მინიმალური დანახარჯით. საქველმოქმედო ფონდი  „ავერსი“- პირველადი მოხმარების მედიკამენტები. ი/მ „მ.ქარდავა“- თაფლის ნაწარმი  ბანაკის მონაწილეებისათვის.

შპს „ლეკო“-პურფუნთუშეულის ნაწარმი.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!